ამერიკელმა ქალმა ბოთლში თავგაჭედილი მაჩვი გადაარჩინა

ამერიკელმა ქალმა ბოთლში თავგაჭედილი მაჩვი გადაარჩინაამერიკის ვისკონსინის შტატში ქალი დაეხმარა მაჩვს, რომელსაც თავი ბოთლში ჰქონდა გაჭედილი.
მომხდარის ვიდეოჩანაწერი ბრენდი მაკნეილმა ფეისბუქში საკუთარ გვერდზე განათავსა.
ვიდეორგოლი 3 დღეში 7.400-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ინტერნეტ-მომხმარებლების უმრავლესობამ გოგონას არა მხოლოდ თამამი და კეთილშობილი უწოდა, არამედ იღბლიანიც, ვინაიდან მაჩვს მისთვის თავისი უსიამოვნო სუნი არ შეუსხურებია, რასაც ეს ცხოველი ყოველთვის მოიმოქმედებს, როგორც კი რაიმე საფრთხეს იგრძნობს.