ანდრია გველესიანი ტელეწამყვანი გახდა

ანდრია გველესიანი ტელეწამყვანი გახდაახმეტელის თეატრის მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ტელეწამყვანი გახდა.
ხელოვანი ”იმედის დილის” გუნდს შეუერთდა და ამიერიდან დილაუთენია მიესალმება თავის ერთგულ მაყურებელსა და მსმენელს.
ანდრია გველესიანი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც პროექტში ”ცეკვავენ ვარსკვლავები” მიიღო მონაწილეობა.

მან და მისმა მეწყვილე სალომე ჭაჭუამ ფინალამდე მიაღწიეს, თუმცა პროექტის მოგება ვერ შეძლეს და პირველობა სტანისლავ ბონდარენკოს დაუთმეს.
როგორც მომღერალი, ანდრია მონაწილეობას იღებდა როგორც ქართულ ასევე უცხოურ მუსიკალურ პროექტებში, სადაც არანაკლებ წარმატებას მიაღწია.
როგორც ანდრია გველესიანი აცხადებს, ”იმედის დილის” გუნდს მარტივად შეეწყო და სატელევიზიო სფეროში მუშაობა, მისი მრავალფეროვანი მიმართულებების კიდევ ერთი ახალი საფეხურია.