ბადრიჯანი მეხსიერებას აუმჯობესებს

ბადრიჯანი მეხსიერებას აუმჯობესებსბადრიჯანი C, K და B6 ვიტამინებს შეიცავს. ბადრიჯანი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის, რადგან ბადრიჯანი არ შეიცავს ცხიმს. თუ დიეტაზე ბრძანდებით, შეგიძლიათ მიირთვათ და ზედმეტ კილოგრამებს დაემშვიდობოთ.
ბადრიჯანი ანტიოქსიდანტების წყაროა. C ვიტამინის წყალობით აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და აქტივირდება ლეიკოციტები. ლეიკოციტების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის დაცვაა.
ბადრიჯნის ერთ–ერთი სასარგებლო თვისებაა ის, რომ ძვლის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანმა ჩართოს კვების რაციონში, ვინც ოსტეოპოროზის განვითარების რისკის წინაშეა.
ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლოვანი ქსოვილის მასა მცირდება, ძვლები მყიფდება რაც მოტეხილობის რისკს ზრდის.
ბადრიჯანში არის რკინა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. რკინა ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია. ის მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში, სისხლის წარმოქმნის, სუნთქვისა და იმუნობიოლოგიურ პროცესებში. რკინა სისხლისა და ასეულობით ფერმენტის შემადგენლობაში შედის. თუ ანემია გაწუხებთ, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ეს სასარგებლო პროდუქტი.
ბადრიჯანი დადებითად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – აუმჯობესებს მეხსიერებას და ანალიტიკურ აზროვნებას.
განსაკუთრებით სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმში ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამის წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება გულის შეტევის, ინსულტისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკი. ამასთან, ბიოფლავონოიდის წყალობით მცირდება არტერიული წნევა.
გაითვალისწინეთ, რომ ბადრიჯანმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.