„ბესპრედელი“ სავალუტო ბაზარზე

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის ცვლილებაზე წერს:

_ რაც დღეს და გუშინ მოხდა სავალუტო ბაზარზე, მტრის ენაზე ეწოდება „ბესპრედელი“
დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ:

_ ლარის კურსი მცურავი კი არ არის, არამედ, ხან – მყვინთავი და ხან _ მფრინავი;
_ ლარის კურის თავისუფალი კი არ არის, არამედ – უპატრონო.
დილით ხალხმა დანაზოგებს გაუკეთა კონვერტაცია ლარის შემდგომი გამყარების მოლოდინში, რომლის თავიდან ასაცილებლად ჯერ კიდევ გუშინ ეროვნულმა ბანკმა არაფერი გააკეთა.
დღის განმავლობაში ბლუმბერგით ბანკთშორისი გარიგებების შედეგად ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი დააფიქსირა 2.42.
საღამოს უკვე სავალუტო ტაბლოებზე 2.50-2.55 ციმციმებს.
მოვითხოვ ეროვნული ბანკისგან, გამოაქვეყნოს დღეს და გუშინ დადებული ბანკთშორისი გარიგებების სრული სია, მონაწილე ბანკების, გარიგებათა მოცულობის და გარიგების კურსების ჩათვლით.
შარშან კომისიაში კანდიდატებისთვის ქულები ბიოგრაფიული მანაცემების მიხედვით კი არ უნდა დაგვეწერა, არამედ ბაკალავრიატის მე-3-4 კურსების მსგავსი გამოცდა უნდა ჩაგვეტარებია და იმის მიხედვით უნდა შეგვეფასებია კანდიდატები, თუ როგორ გაართმევდნენ დღევანდელი მოვლენების მსგავს ქეისებს თავს.
გაცვლითი კურსის თავისუფალი რეჟიმი არის უტოპია საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში, რომლის პირობებშიც ეროვნული ბანკის ერთადერთი ამოცანა კურსის მართვა და არა უპატრონოდ მიშვება უნდა ყოფილიყო.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018