”ბინა 18” დაიხურა

”ბინა 18” დაიხურატელეკომპანია ჯიდიესზე გადაცემა ”გვიანი შუადღეს” შემდეგ კიდევ ერთი გადაცემა დაიხურა.

ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდული, იუმორისტული პროექტი ”ბინა 18” სამუდამოდ დაემშვიდობა მაყურებელს.

მისმა წამყვანებმა ფაქომ და თემო მჟავიამ ბოლოჯერ უმასპინძლეს სტუმრებს და ტელემაყურებელს ერთგულებისთვის მადლობაც გადაუხადეს.
ინფორმაცია გადაცემის დახურვის შესახებ მისმა მუსიკალურმა თანაწამყვანმა ნინი გოგიჩაიშვილმაც გაავრცელა:
_ ძალიან დიდი მადლობა ჯიდიესს, რომ ვიყავი უმაგრესი გუნდის წევრი, გავიცანი საოცარი ადამიანები და მივიღე კარგი გამოცდილება! ძალიან მიყვარხართ!