ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა

ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდაბრაზილიის ნაკრები გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელებმა საკუთარ მოედანზე პარაგვაის ნაკრები 3-0 დაამარცხეს.

შეხვედრა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების სრული უპირატესობით წარიმართა და მათ ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვეს.

გოლები შეხვედრაში, კოუტინიომ, ნეიმარმა და მარსელომ გაიტანეს.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე გახდა, ბრაზილიელები შესანიშნავ თამაშს აჩვენებენ და თუ ასე გაგრძელდა, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები იქნებიან.