დაჭრილმა ხარმა მატადორი რქებზე წამოაგო

დაჭრილმა ხარმა მატადორი რქებზე წამოაგომადრიდში კორიდის დროს დაჭრილმა ხარმა მატადორი მიწაზე დააგდო, შემდეგ კი რამდენჯერმე ურქინა. მომხდარის ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა.

ტორეადორს მისი კოლეგები კაპოტეს გამოყენებით (დიდი ლაბადა, რომელსაც ხარს ცხვირწინ უფრიალებენ) მიეხმარნენ. მათ ცხოველი წითელი ფერის ქსოვილის ქნევით გაიტყუეს, ამ დროს კი დაშავებული მატადორი არენიდან მაყურებლების აპლოდისმენტების თანხლებით გაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხარის შემდგომ ბედზე ინფორმაცია არ ვრცელდება.