დავღეჭოთ თუ არა საღეჭი რეზინი?

დავღეჭოთ თუ არა საღეჭი რეზინი?საღეჭი რეზინის გამოყენება უნდა მოხდეს კვებიდან არა უმეტეს 20 წუთისა. მოგეხსენებათ, ღეჭვისას დიდი რაოდენობითა და ინტენსივობით წარმოიქმნება ნერწყვი, რაც უზრუნველყოფს საკვების ნარჩენების ჩამორეცხვას კბილის ზედაპირიდან.
თუმცა, მეორე მხრივ მასში შემავალი ნივთიერება ლეციტინი, რომელიც ნერწყვის გამოყოფის ერთ-ერთი მასტიმულირებელია, არასასარგებლოდ მოქმედებს კუჭზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ  მშიერზე გამოიყენებთ საღეჭ რეზინს.
მნიშვნელოვანია საღეჭი რეზინის შემადგენლობაში შაქრის შემცველობა. უმჯობესია, გამოიყენოთ უშაქრო საღეჭი რეზინი, ვინაიდან გლუკოზა ბაქტერიების საზრდოდ შეიძლება ჩაითვალოს, შესაბამისად, იკარგება ანტიბაქტერიული ეფექტი.
საღეჭი რეზინი ვერ ჩაანაცვლებს კბილის ჯაგრისით ჩატარებულ ჰიგიენურ პროცედურას!