დენის დარტყმის შემდეგ 30 მეტრიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გადარჩა

დენის დარტყმის შემდეგ 30 მეტრიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გადარჩამამაკაცი, რომელმაც ორჯერ მიიღო დენის დარტყმა და შემდეგ 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, ცოცხალი გადარჩა. მომხდარის ვიდეოჩანაწერი იუთუბიზე იქნა გამოქვეყნებული და ის ოთხი ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
მამაკაცის ვინაობა და შემთხვევის ადგილი არ სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციითა და შავკანიანი მამაკაცის ტანსაცმლის მიხედვით, ის შესაძლოა ელექტრო გადამცემი ხაზების მომსახურე სამსახურის თანამშრომელი იყოს.

როგორც ვიდეოში ჩანს, მან გაჭირვებით მოახერხა სუნთქვის აღდგენა, თუმცა არაფერი მოუტეხია.