გოგრის თესლები პარაზიტების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. 100 გრამი თესლი პროტეინის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს.
თესლებში დიდი რაოდენობითაა B ჯგუფის ვიტამინები, რიბოფლავინი, პანტოტენოვის მჟავა და სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტები. გოგრის თესლები დეპრესიას ებრძვის და განწყობას ამაღლებს. ასევე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თესლები თირკმლებში ქვების წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ.
,,სარკე”, აზა გაგოშიძე