ინდოელმა ქირურგებმა 400 კილოგრამიან ეგვიპტელ ქალს კუჭი დაუპატარავეს

ინდოელმა ქირურგებმა 400 კილოგრამიან ეგვიპტელ ქალს კუჭი დაუპატარავესინდოელმა ექიმებმა წარმატებით გაუკეთეს ოპერაცია ეგვიპტელ ემან აჰმედ აბ ელ ატის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმეწონოსან ქალად ითვლება.
ქირურგებმა გასტროპლასტიკის დახმარებით ემან ახმედის კუჭის მოცულობა 85 პროცენტით შეამცირეს. ოპერაცია დაეხმარება მას საკვების რაოდენობის მიღების შემცირებასა და ამის შედეგად წონაში დაკლებაში.
_ როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდება, ის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ წონის დაკლებას გააგრძელებს, _ განმარტა ერთ-ერთმა სპეციალისტმა, რომელიც ეგვიპტელის მკურნალობითაა დაკავებული, _ მისი წონა უკვე შემცირებულია 100 კილოგრამით, ეს კი თხევადი დიეტით გახდა შესაძლებელი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 6-8 თვეში ის კიდევ 100 კილოგრამს დაიკლებს.