ჯიჯი ჰადიდმა სურათები არაბული ვოგისთვის გადაიღო

ჯიჯი ჰადიდმა სურათები არაბული ვოგისთვის გადაიღოამერიკელმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა ჟურნალ ვოგის არაბული ვერსიისთვის გამართულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. კადრები ფოტოსესიიდან მოდელმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გამოაქვეყნა.
ფოტოსურათებმა, რომლებზეც გოგონას თავზე თავშალი აფარია, თითოეულმა ცხრა ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ფოტოსურათები ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა ინეს ვან ლამსვირდმა გადაიღო. მან ინსტაგრამში საკუთარ გვერდზე ჰადიდის სხვა სურათებიც გამოაქვეყნა.
ჰადიდის სურათებით დამშვენებული ვოგის არაბული ვერსიის პირველი ნომერი ახლახან გამოვიდა. გამოცემა გაყიდვაში იქნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის ყატარში, საუდის არაბეთში, ბახრეინში, ქუვეითში, ომანსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
სურათებისთვის გაკეთებულ კომენტარებში მრავალმა ინტერნეტ-მომხმარებელმა უკმაყოფილება გამოთქვა მოდელის არჩევანით.

მათი აზრით, უფრო მისაღები იქნებოდა, თუ არჩევანი რომელიმე არაბ ცნობილ ქალზე შეჩერდებოდა და არა _ აშშ-ის მოქალაქეზე.