ლევან მჭედლიძემ ტრავმა მოირჩინა

ლევან მჭედლიძემ ტრავმა მოირჩინაემპოლის და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე თავის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა.

მჭედლიძეს ბოლო წლებია მუდმივად აწუხებს ტრავმები და ამჯერადაც მან თითქმის ორი თვე გამოტოვა, თუმცა თავიდან ეს ტრავმა სერიოზული არ ჩანდა.

მიუხედავად ამისა, ლევანმა თავისი გუნდის ბევრი შეხვედრა გამოტოვა და აღსანიშნავია, რომ ემპოლი მის გარეშე ცუდად გამოიყურებოდა.

შემდეგ მატჩს ემპოლი სტუმრად რომასთან გამართავს და მჭედლიძე სავარაუდოდ ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მატჩი შაბათს თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება.