მაია ასათიანი: „უთქვენოდ მე მოვკვდებოდი!“

მაია ასათიანი: „უთქვენოდ მე მოვკვდებოდი!“_ სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის!

ამას წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში და მადლობას უხდის ყველას ვინც მძიმე წუთებში გვერდით ედგა.

მაია ასათიანი:

_ მადლობა ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს, ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს, ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს, თეა გვარამიას, რომ არა ის – მე არ ვიქნებოდი!

ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებს საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს, მარიამ გეგუჩაძეს და მის დედას, ნანუკას – ცოცხალი რომ ჩავედი პარიზში, ამ პატარა გოგოს დამსახურებაა!..

საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონს, გოჩა ჯავახიშვილს, ნამდვილი მშობლებივით რომ ადგნენ ჩემს შვილს თავზე, მამა ანტონს – ჩემი გადარჩენისთვის!

„საქართველოს ავიახაზებს“, საფრანგეთის კონსულს საქართველოში, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! ჩემს „რუსთავი 2“-ს – უთქვენოდ მე მოვკვდებოდი!

არნახული შინაგანი სიძლიერის კაცს, რომლის მსგავსს არასოდეს შევხვედრივარ, ნიკა გვარამიას – მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის!

და, რაც მთავარია, ჩემს მაყურებელს, ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის! მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ – თქვენი დამსახურებაა!“