მაიკ ფლინს ფიონა ჰილი შეცვლის

მაიკ ფლინს ფიონა ჰილი შეცვლისდონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მაიკ ფლინის შემცვლელი დაასახელა. ამიერიდან რუსეთთან და ევროპასთან ურთიერთობების კურირება ფიონა ჰილს დაეკისრება
ფიონა ჰილი პროფესიონალი სოვეტოლოგია. ის ინგლისში დაიბადა-გაიზარდა. მამამისი მეშახტე გახლდათ, დედა _ ძიძა, ძმა მამასთან ერთად შახტაში მუშაობდა. ასევე მეშახტეები იყვნენ მისი ბიძა და ბაბუა.
_ ოჯახში ერთადერთი ვიყავი, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო,_ იგონებდა შემდგომში ჰილი.
ჰილი ჩინებულად ფლობს რუსულს და თავისუფლად ლაპარაკობს ფრანგულად. ყველა, ვინც ჰილის ნაშრომებს იცნობს, ერთხმად აღნიშნავს, რომ შესაძლოა მისი ზოგიერთი შეფასება არ გაიზიარო, მაგრამ უდავოა, რომ რუსეთის წარსულიცა და აწმყოც მას კარგად აქვს შესწავლილი.
ფიონა ჰილი თანამედროვე რუსეთის მიმართ უაღრესად კრიტიკულადაა განწყობილი. ის ვლადიმერ პუტინს შოვინიზმის აღორძინებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ჰილი მიიჩნევს, რომ ეს სრულიად კანონზომიერად მოხდა.
_ პუტინმა ახალი დემოკრატიული რუსეთის აშენება ვერ შეძლო, ასეთ სიტუაციაში კი შოვინიზმის აღორძინება გარდუვალია, _ ამბობს ექსპერტი.
ამრიგად მაიკ ფლინი შეცვალა პროფესიონალმა, რომელიც იცნობს რუსეთს და მისი იმპერიული არსიც კარგად მოეხესნება.