მარტოხელა იაპონელი პორნოჟურნალებს ემსხვერპლა

მარტოხელა იაპონელი პორნოჟურნალებს ემსხვერპლამარტოხელა იაპონელი მას შემდეგ დაიღუპა, როდესაც მას თავზე დაეყარა პორნოჟურნალების დასტები.

ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა ავრცელებს.
ცნობილია, რომ 50 წლის დაღუპულ იაპონელს ძიოძი ერქვა. ადრე ის ავტომობილების წარმოებაში იყო დასაქმებული. მისი ცხედარი მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც ბინის მეპატრონე იმის გასაგებად მივიდა, თუ რატომ არ იხდიდა მამაკაცი ბინის ქირას.
კლინინგური კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც იმისთვის დაიქირავეს, რომ ბინიდან პორნოჟურნალები გაეტანათ, განაცხადეს, რომ საერთო ჯამში ექვს ტონამდე პორნოგამოცემას ინახავდა მამაკაცი.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, მამაკაცი მაშინვე დაიღუპა, როდესაც თავზე ჟურნალები დაეყარა, თუ გარკვეული დროის შემდეგ.