მიხეილ ზაქარიაშვილი: “ვილოცოთ ზურაბ ვადაჭკორიასთვის”

მიხეილ ზაქარიაშვილი: "ვილოცოთ ზურაბ ვადაჭკორიასთვის"რამდენიმე დღის წინ ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია ინსულტის დიაგნოზით ინგოროყვას საავადმყოფოში მოხვდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს განუცხადა, ილუზიონისტი შეხვედრაზე იმყოფებოდა, როდესაც ცუდად გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა.
მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი მოუწოდებს ყველას, ილოცონ ზურაბ ვადაჭკორიასთვის:
_ ვილოცოთ ზურა ვადაჭკორიასთვის, მეგობრებო, სხვა არაფერი დაგვრჩენია! ამ ზაფხულსაც ერთად ვმუშაობდით ურეკში მე და ზურა. ის ჩემი მეგობარია, ჩვენ მეგობრობის უამრავი წლები გვაკავშირებს და უკიდურესად გვჭირდება ლოცვების გაძლიერება, რომ გადარჩეს!
მას ინსულტი აქვს და აპარატზეა მიერთებული ინგოროყვას კლინიკაში!
უნიჭიერესი ილუზიონისტი ჩვენი ქვეყნის სიამაყე კაცია. გემუდარებით, მორწმუნენო, ილოცეთ მისი გადარჩენისთვის…