ნიკა გვარამია: ”სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა”

ნიკა გვარამია: ”სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა”სტრასბურის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

_ მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან სასიხარულო ცნობა მოვიდა, სასამართლომ პირველად საკუთარ ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია:

_ 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ გადაწყვიტა მხარეების ინტერესების გათვალისწინებისა და საქმის წარმოების სწორად წარმართვისთვის, მიუთითოს საქართველოს ხელისუფლებას, 39-ე მუხლის თანახმად, რომ უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს განმცხადებელი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევისგან. ღონისძიება დროებითია და მოქმედებს 2017 წლის 8 მარტამდე.