ნუცა მახვილაძის სტიპენდია პარიზში ოფიციალურად დაწესდა

ნუცა მახვილაძის სტიპენდია პარიზში ოფიციალურად დაწესდაპარიზში, ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც მაია ასათიანის გოგონა ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მისი სტიპენდია ოფიციალურად დაწესდა.
ინფორმაცია უნივერსიტეტმა თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა და მოხალისეებს მიუთითა ოფიციალური ანგარიში, სადაც მათ სასურველი თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ.
როგორც სასწავლების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სტიპენდია ყოველწლიურად გადაეცემა სტუდენტს საქართველოდან, რომელიც წარმატებული და ნუცასავით ბეჯითი იქნება.
ნუცას ხსოვნის უკვდავსაყოფად კი უნივერსიტეტში ნატვრის ხე დაიდგა, რომელსაც მისმა კურსელებმა, მეგობრებმა, ლექტორებმა ფერადი ნაჭრები შეაბეს.