ფერნანდო ტორესი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა

ფერნანდო ტორესი მოედანზე სიკვდილს გადაურჩამადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი ფერნანდო ტორესი დეპორტივოსთან მატჩში სიკვდილს გადაურჩა.

85-ე წუთზე ფერნანდო მეტოქე გუნდის ფეხბურთელს თავით შეეჯახა, რის შემდეგაც მინდორზე ცუდად დაეცა და გონება დაკარგა.
ტორესს მაშინვე აღმოუჩინეს დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ტრავმა არ გამოდგა ისეთი სერიოზული, როგორც თავიდან ჩანდა. ტორესი კიდევ რამდენიმე დღე იქნება საავადმყოფოში და შემდეგ უკვე სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება.
დეპორტივოსთან მატჩი 1:1 დასრულდა.