რას აკეთებს ლიკა ყაზბეგი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

რას აკეთებს ლიკა ყაზბეგი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლადდიზაინერი ლიკა ყაზბეგი თავს იწონებს იმით, რომ მისი ასაკის გამოცნობა ყოველთვის უჭირთ. კარგი გარეგნობის საიდუმლო ლიკამ ჟურნალ ,,სარკეს” გაუმხილა. მენიუდან ის პროდუქტები ამოიღო, რაც დიეტოლოგმა ურჩია.
_ ვებრძვი სიყვარულს კარტოფილის მიმართ. ეს პროდუქტი მავნეა. ჩემმა პირადმა ექიმმა მენიუდან ამომაღებინა წიწიბურა, ბოლოკი, ჩაი, ციტრუსები.
ყოველ დილით უზმოზე ერთ ცალ კაკალს ვჭამ. უშუალოდ ჭამის წინ უნდა გატეხოთ კაკალი, რომ ზეთი არ აორთქლდეს. ნიგოზს აქვს ყველა ის თვისება, რაც მნიშვნელოვანია სილამაზისთვის, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
ახლა დავიწყე სელის მოხმარება, ეს უნიკალური პროდუქტია. დღეში ერთ სუფრის კოვზზე მეტის მიღება არ შეიძლება, რადგან ძლიერი ნაღველმდენია. სელში დიდი რაოდენობით შედის ომეგა 3, რაც ქალისთვის აუცილებელია.
კარგია სელს უზმოზე დიდი რაოდენობის წყალთან ერთად თუ მივიღებთ, მაგრამ შეგიძლიათ დაფქული სელი საკვებსაც მოაყაროთ, გემო არ აქვს და ძალიან მარტივი საჭმელია. სელი არაჩვეულებრივია სახის კანისთვის, ნივთიერებათა ცვლისთვის. ეს უნდა იყოს მთელი ცხოვრების პროდუქტი, _ ურჩია ,,სარკის”  მკითხველებს დიზაინერმა.
ლიკამ ბოლო დროს სატრენაჟორო დარბაზსაც მიაკითხა და შედეგით იმდენად კმაყოფილია, გარკვეული ვარჯიშები ქმარს, გიორგი ჯელაძესაც ურჩია, რომელიც ამჟამად პატიმარია.
_ ეს ვარჯიშები დაოსური სისტემიდან არის და ისე მომეწონა, მეუღლესაც ვასწავლე. იმ დაწესებულებამ, სადაც ის არის, ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა და ეს ვარჯიშები მისთვის ზედგამოჭრილია. თვითონაც ძალიან სპორტული ადამიანია. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ერთად რომ უნდა ვივარჯიშოთ.
ქალს ყოველთვის ეტყობა, როგორი კაცი დგას მის გვერდით. მინდა, რომ სულ შეყვარებული ვიყო და არც ფილერი დამჭირდება, არც ოქროს ძაფები და არც გელები. ასე რომ, ჩემი პლასტიკური ქირურგი გიორგი ჯელაძეა. იმედი მაქვს, ჩემი მეორე ნახევარი ამ ,,სტატუსს” დააფასებს და შეიფერებს, _ ამბობს დიზაინერი.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი ,,სარკე”