როჯერ ფედერერი ინდიან უელსის ფინალში სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება

როჯერ ფედერერი ინდიან უელსის ფინალში სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდებაინდიან უელსში მიმდინარე მასტერსის ტურნირში შვეიცარიული ფინალი იქნება, რადგან ერთმანეთს როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდებიან. ფედერერმა ნახევარფინალში ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა, ხოლო ვავრინკამ კი ესპანელ პაბლო კარენა ბუსტას სძლია.

ფინალური დაპირისპირება კვირას, გვიან ღამით გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში ისევ ცუდად ითამაშა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც ამ სეზონში არადამაჯერებლად გამოიყურება. სერბი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოზთან დამარცხდა. ტურნირს ადრე გამოეთიშა რაფაელ ნადალიც, რომელმაც როჯერ ფედერერთან წააგო ორ სეტში.