რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს„ცენტრ პოინტის” საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა – მაია რჩეულიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკევთა მიესაჯა. ასევე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსუდან კერვალიშვილს. რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველკი კომენტარი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა რუსუდან კერვალიშვილის შვილმა, ნინო დარასელმა:

– არა მგონია, რომ ოჯახზე მეტი ინტერესი ჰქონდეს ვინმეს დაზარალებულებით დაინტერესების იმიტომ, რომ როდესაც დასრულდებოდა დაზარალებულების საქმე, დასრულდებობდა ჩვენიც.

დაზარალებულებად ეს ხალხი ჯერ კიდევ 2009 წელს სცნო სახელმწიფომ, მაგრამ მათ დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია. დღეს ეს ხალხი სახელმწიფომ უფრო მეტად დააზარალა, – განაცხადა ნინო დარასელმა

მისი განცხადებით, გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.