სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას დავით მჟავია უხელმძღვანელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას დავით მჟავია უხელმძღვანელებსშსს-ს საპატრულო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობაზე დავით მჟავია დაინიშნა, რომელიც მანამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა უფროსმა გიორგი ხურციამ თანამდებობა დატოვა და სამუშაოდ რუსთავში გადაიყვანეს.