სასამართლოზე ადვოკატს შარვალზე ცეცხლი წაეკიდა

სასამართლოზე ადვოკატს შარვალზე ცეცხლი წაეკიდაამერიკის ფლორიდის შტატუს ქალაქ მაიამის სასამართლოს დარბაზში სიტყვის გამოსვლის დროს ადვოკატს, რომელიც ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილის ინტერესებს იცავდა, შარვალზე ცეცხლი წაეკიდა.
სტივენ გუტიერესი სიტყვით ნაფიც მსაჯულებს მიმართავდა. მან განაცხადა, რომ მის კლიენტს სულ ტყუილად სდებდნენ ბრალს საკუთარი ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებაში, ვინაიდან მანქანა თავად აალდა.

სწორედ ამ მომენტში ადვოკატის ჯიბიდან ბოლი ამოვარდა და ის იძულებული გახდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა სასამართლო დარბაზი. რამდენიმე წუთის შემდეგ გუტიერესი უკან დაბრუნდა და განმარტა, რომ ცეცხლი გაუჩნდა მისი ელექტრო სიგარეტის ბატარეას.
ზოგიერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ სანამ ეს მოხდებოდა, ადვოკატი ჯიბეში ხელს აფათურებდა, თუმცა თავად იურისტი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ეს სრული შემთხვევითობა იყო და საქმის განხილვას არ უკავშირდებოდა.