სერგო რატიანი: „ჩვენი ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა”

სერგო რატიანი: „ჩვენი ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა"ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს დეპუტატები ეხმაურებიან.

ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ის საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ არ მუშაობს.

_ საერთაშორისო ზეწოლა ამ მიმართულებით არის შეჩერებული, რადგან ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო და საქართველოს საკითხი სრულიად გამქრალია, მაშინ, როდესაც უკრაინასთან მიმართებით სანქციები არის ამოქმედებული რუსეთის წინააღმდეგ, _ განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.

პირველი რადიო