სეშნსი: “დიახ, რუსეთის ელჩს მართლა შევხვდი!”

სეშნსი: "დიახ, რუსეთის ელჩს მართლა შევხვდი!"აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა პრეს-კონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ 2016 წელს რუსეთის ელჩს მართლა შეხვდა.
_ მას ორჯერ შევხვდი, _ ამბობს სეშნსი.
პირველი შეხვედრა რესპუბლიკური პარტიის ყრილობის შემდეგ ამავე პარტიის ოფისში მოხდა, მეორე _ ალაბამის სენატორის ოფისში.
_ ჩვენს საუბარს აშშ-ს არმიის ორი გადამდგარი პოლკოვნიკი ესწრებოდა, _ თქვა სეშნსმა.
გენპროკურორმა განაცხადა, რომ საუბარი რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობებს, აგრეთვე უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას შეეხებოდა.
_ მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც ჩემს ქვეყანას ზიანს მიაყენებდა, _ თქვა სეშნსმა.
დასასულს გენპროკურორმა განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს გამოძიებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრი აწარმოებს და რომლის მიზანიც რუსი ჰაკერების აშშ-ს არჩევნებში ჩარევის შესწავლაა.
_ მე პატიოსანი კაცი ვარ! ჩემი საქმე შეისწავლონ და გამოიძიონ. ამას მხოლოდ მივესალმები, _ განაცხადა სეშნსმა.