ტელევიზორის წინ სადილობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ტელევიზორის წინ სადილობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოაგაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორის წინ სადილობა წელის გარშემოწერილობაზე უარყოფითად აისახება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ როცა ადამიანი სადილობისას ტელევიზორს არ უყურებს, სიმსუქნის რისკი 40%–ით მცირდება. ამასთან, წონასთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს სახლში მომზადებულ საკვებს.
ისინი, ვინც იშვიათად სადილობენ რესტორანში, ხშირად არ სარგებლობენ სწრაფი კვების ობიექტიდან ე.წ. პროდუქტის გატანის სერვისით და რეგულარულად მიირთმევენ სახლში მომზადებულ კერძებს უკეთეს ფორმაში არიან – ამ შემთხვევაში სიმსუქნის რისკი 26%–ით მცირდება.
მიუხედავად ექსპერტების რეკომენდაციისა, ამერიკელების დიდი ნაწილი კვების დროს ტელევიზორს უყურებს ან ხშირად სადილობს სახლის გარეთ.
_ როცა ტელევიზორს უყურებთ, დიდია იმის შანსი, რომ გაცილებით მეტი მიირთვათ. ამასთან, სახლში მომზადებული საკვები მეტად ჯანსაღია, – აცხადებს კვლევის ავტორი, რეიჩელ ტამინი.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა ოჰაიოს შტატში მცხოვრები 12.842 ადამიანი.
მკვლევარებმა შეისწავლეს მონაწილეების კვების საკითხი თუ რამდენად ხშირად მიირთმევენ სადილს სახლში, რა ინტენსივობით სადილობენ ოჯახის წევრებთან ერთად, უყურებენ თუ არა ტელევიზორს სადილობისას.
მკვლევარებმა შეისწავლეს მათი სხეულის მასის ინდექსი. ინდექსის მიხედვით, 30–ზე ზემოთ წონა განიხილება როგორ ჭარბწონიანი და მონაწილეთა მესამედი სწორედ ამ კატეგორიაში იყო.
შედეგი ასე გამოიყურება – ზრდასრულების მესამედი ოჯახთან სადილობის დროს უყურებს ტელევიზორს, 36% კვების დროს არ სწყალობს ეკრანს. 62% სადილს სახლში ამზადებს. შედეგი ასე გამოიყურება – 26%–ით ნაკლებია სიმსუქნის რისკი იმ კატეგორიაში, ვინც სახლში მომზადებულ კერძებს მიირთმევს. 37%–ით ნაკლებია სიმსუქნის რისკი იმ კატეგორიაში, ვინც სადილობისას ტელევიზორს არ უყურებს.
ქირურგია.გე