უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეზე №ას-664-635-2016 (ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ნინო ნიჟარაძის /მოპასუხეები/ საკასაციო საჩივრები ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ /მოსარჩელეები/ წინააღმდეგ) და ერთხმად მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელად მიჩნეულია ქიბარ ხალვაში, 40%-ის მფლობელად კი _ შპს პანორამა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.