აკოცეთ ცოლს და ავარიას არ მოახდენთ

კოცნის დროს მოქმედებაში მოდის სახის 30 კუნთი. ეს კარგი ვარჯიშია იმისთვის, რომ სახე ტონუსში დარჩეს.

კოცნა ნაოჭების წინააღმდეგ – შესანიშნავი სლოგანია. სხვათა შორის, ერთწუთიანი კოცნა დაახლოებით 7-10 კკალორიას წვავს.
მამაკაცები, რომლებიც თავიანთ ცოლს, სანამ სამსახურში წავლენ, კოცნიან, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ და ავარიებს იშვიათად ახდენენ.
ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კოცნა 46 საათი, 24 წუთი და 9 წამი გაგრძელდა. წარმოიდგინეთ, გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილმა წყვილმა რამდენი კალორია დაწვა.
ამერიკის ზოგიერთ შტატში დღემდე შემორჩენილია უცნაური კანონები კოცნის შესახებ. მაგალითად, კოლორადოში მამაკაცებს მძინარე ქალების კოცნა ეკრძალებათ, ხოლო კონეკტიკუტაში მამაკაცებმა არ შეიძლება ცოლებს კვირა დღეს აკოცონ.
“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018