ამერიკელმა დიპლომატებმა სამი თვის “ტერორისტი” დაკითხეს

ლონდონში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა დაკითხვაზე გამოიძახეს 3 თვის ბავშვი. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც ბავშვი პაპამ სავიზო ანკეტის შევსებისას დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას მისი ტერორიზმთან კავშირის თაობაზე.
ბავშვის ჰარვი კენიონ-კეირნსის პაპამ ბლანკის შევსების დროს შემთხვევით აირჩია ვარიანტი “დიახ” შეკითხვაზე: “გაქვთ თუ არა შეხება ტერორისტულ საქმიანობასთან, ჯაშუშობასთან, დივერსიასთან ან გენოციდთან?”. ამის შედეგად კი ბავშვი საელჩოში გასაუბრებაზე დაიბარეს.
– ვერ ვიჯერებდი, რომ მათ შეცდომა ვერ შენიშნეს და რომ ჩვილი ბავშვი ვერავის ვერაფერს დაუშავებდა, – განაცხადა 62 წლის პოლ კენიონმა.
ბავშვის პაპის თქმით, მას დაებადა იდეა ჰარვი საელჩოში ნარინჯისფერ კომბინეზონში გამოწყობილი მიეყვანა (აშშ-ში საპატიმრო ფორმა), თუმცა შემდეგ მის განხორციელებაზე უარი თქვა.
– როგორც ჩანს, დიპლომატიური მისიის თანამშრომლები მწყრალად არიან იუმორთან, რადგან ამ სიტუაციის კომიკურობა ვერ შენიშნეს, – აღნიშნა კენიონმა.
მისივე თქმით, ჩვილი გასაუბრების დროს შესანიშნავად იქცეოდა და ერთხელაც არ ატირებულა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018