ამერიკელმა მომაკვდავი დათვის ბელი გადაარჩინა

ამერიკის ორეგონის შტატის ქალაქ სალემის მცხოვრებმა კორი ჰენკოკმა დაღუპვისგან იხსნა დათვის ბელი.
მამაკაცმა შავი დათვის ნაშიერი იმ დროს შენიშნა, როდესაც ტყეში ფოტოსურათს იღებდა. პატარა ცხოველი ზურგზე იწვა, არ ინძრეოდა და თითქმის არ სუნთქავდა. ჰენკოკმა ის გარეული ცხოველებისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ცენტრში მიიყვანა.
ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დათვის ბელს გაუწყლოვანება ჰქონდა, სრულად გამოფიტული იყო და ლეთარგიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ჰენკოკის საქციელი გმირობის ტოლფასია.
დათვის ბელი 3,5 თვისაა. სავარაუდოდ, დედა დათვი ჯერ არ გამოსულა ზამთრის ძილის მდგომარეობიდან.
ორეგონის შტატში გარეული ცხოველების მათი საბინადრო ადგილებიდან წამოყვანა აკრძალულია. პოლიციამ ჰენკოკი გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედება ისჯება 6.250 დოლარის ოდენობის ჯარიმით, ან ერთ წლამდე პატიმრობით, თუმცა ამ შემთხვევაში მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
სარეაბილიტაციო ცენტრში დათვის ბელის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მისი ბედი ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018