ამერიკელ მოსწავლეს გამოსაშვებ საღამოზე ბებიასთან ერთად მისვლა აუკრძალეს

ამერიკის ალაბამას შტატის ქალაქ იუფოლას სკოლის ადმინისტრაციამ ხანდაზმულ ადგილობრივ მცხოვრებ ქალს თავისი შვილიშვილის გამოსაშვებ საღამოზე მისვლის უფლება არ მისცა.
ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, მოსწავლეს საზეიმო გამოსაშვებ საღამოზე ერთი ადამიანის მიყვანა შეუძლია და აქედან გამომდინარე, 18 წლის ბრაის მეინმა გადაწყვიტა, ბებია მიეყვანა. ეს გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ თავის დროზე მის ბებიას მსგავსი მოვლენა არ ჰქონია და სურდა, ამით მისთვის საჩუქარი გაეკეთებინა.
სკოლის დირექტორმა სტივ ჰოუკინსმა ყმაწვილს ურჩია, საღამოზე ვინმე უფრო ახალგაზრდა მიეწვია და თავისი რჩევის გასამართლებლად სასწავლო დაწესებულების წესდება მოიშველია, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ მოსწავლეებსა და მათ იმ თანმხლებ პირებს შეუძლიათ, რომელთაც 20 წელი არ შესრულებიათ.
– ჩვენ ყოველ წელს გვიწევს, მოსწავლეებს უარი ვუთხრათ გამოსაშვებ საღამოზე მოზრდილი ადამიანების მიყვანაზე, – განაცხადა სასწავლო დაწესებულების დირექტორმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018