ამ დროისთვის არსებული შედეგებით, თურქეთის მოსახლეობის 51,40 % საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე დღეს ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99,34% უკვე დათვლილია.

მონაწილეთა ხმების 99,34% უკვე დათვლილია. ბიულეტენების აღნიშნული რაოდენობის დათვლის შედეგებით, ამომრჩეველთა 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.

დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა – „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018