აშშ მზად არის, ჩრდილოეთ კორეას დაარტყას

აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე ცდას ჩაატარებს.
აღნიშნულის შესახებ ტელეარხი NBC აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეარხის ინფორმაციით, ვაშინგტონს პრევენციული დარტყმა ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით შეუძლია.
– კორეის ნახევარკუნძულის რეგიონთან ახლოს ორი ამერიკული ხომალდია დისლოცირებული, რომლებიც „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კუნძულ გუამზე ამერიკული მძიმე ბომბდამშენებია განლაგებული, რომლებიც, ბრძანების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეაზე ავიადარტყმებს განახორციელებენ, – იუწყება ტელეარხი NBC.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა კორეის ნახევარკუნძულისკენ უკვე გააგზავნა ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018