ბათუმში ხე მანქანას დაეცა

გვიან ღამით, ბათუმში, ძლიერი ქარის გამო, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომობილს ხე დაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამავე ქუჩაზე, რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა.

ამასთან, ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ხე ადლიის დასახლებაშიც მოგლიჯა, რამაც გაზის მილი დააზიანა.

მათივე ინფორმაციით, ხე წაიქცა პუშკინის და შაუმიანის ქუჩაზეც, რასაც შესაბამისი სამუშაოები უტარდება.

– შაუმიანისა და პუშკინის ქუჩებზე ქარმა კედარის ხე მოგლიჯა, ხოლო ადლიაში ხის დაცემის შედეგად გაზის მილი დაზიანდა. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ, – განაცხადეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018