ბრიტანელი მეცხვარე რეივერებს შავ მაგიაში სდებს ბრალს

ბრიტანელი მეცხვარე ამტკიცებს, რომ მის ფერმაში მოწყობილი იატაკქვეშა რეივის სტუმრები შავი მაგიით იყვნენ დაკავებულები და მათ ბატკანს თავი მოაჭრეს.
რეივზე, რომელიც დაახლოებით ღამის 3 საათზე დაიწყო, დაახლოებით 600-მა ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ 11 მათგანი დააკავა და გზა გადაკეთა, თუმცა ღონისძიების მიმდინარეობისთვის ხელი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეუშლია.
ფერმერი ამტკიცებს, რომ ახალდაბადებულ ბატკანს თავი რიტუალის შესრულების დროს მოაჭრეს. მისი თქმით, მათ საძოვარზე დატოვეს ექსკრემენტები, ბანკები, ბოთლები ნარკოტიკების მიღებისთვის საჭირო საშუალებები.
პოლიციამ ვერ აღმოაჩინა კავშირი იატაკქვეშა რეივსა და ბატკანისთვის თავის მოჭრას შორის.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ მათ შეკრების ადგილი დაასუფთავეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018