ბრიტანულ ოჯახს მე-20 ბავშვი შეემატება

ბრიტანეთის ქალაქ ჰეიშემში მცხოვრებმა წყვილმა ფეისბუქის დახმარებით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ მე-20 ბავშვი შეეძინებათ. ბრიტანულ მედიაში ამ ოჯახს ქვეყანაში ყველაზე მრავალრიცხოვან ოჯახს უწოდებენ.
41 წლის სიუ და 46 წლის ნოელ რედფორდებმა გამოაქვეყნეს სურათი, რომელზე მათ თავიანთ ოჯახში ბიჭები და გოგონები ჩამოთვალეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ მომავალში მათ ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი შეემატება. სავარაუდოდ, ეს სექტემბერში მოხდება.
ჩანაწერმა, რომელიც რედფორდებმა ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს, 32 ათასზე მეტი მოწონება და მისალოცი კომენტარები მიიღო. სულ კი ოჯახური წყვილის გვერდს სოციალურ ქსელში 250 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.

მათ საკუთარი გვერდი აქვთ ინსტაგრამშიც, სადაც ხელმომწერების რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს.
სიუ პირველად 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. მაშინ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვი დაეტოვებინათ, რადგან თავად ისინი თავის დროზე გააშვილეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018