ბროწეულის წვენი ანთებას ამცირებს

ბროწეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ბროწეული ძლიერი ანტიოქსიდანტია და ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებით ანებივრებს. ბროწეულის წვენი C ვიტამინითაა მდიდარი. ის ალცჰაიმერის დაავადების პროგრესს ანელებს და მეხსიერებას იცავს.

ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა. დაავადების განვითარების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში. ალცჰაიმერის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია თუმცა მეცნიერები ხშირად გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს მათ შორის: გენეტიკას, თავის ტვინის ტრავმას, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაზიანებას, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობას.

ბროწეულის წვენი ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

ბროწეულში აღმოაჩენთ ფლავონოლს, რომელიც ბლოკავს იმ ანთების კერას, რაც ხელს უწყობს ოსტეოართრიტის განვითარებასა და ხრტილის დაზიანებას. სავსებით შესაძლებელია ბროწეულის წვენმა შეამსუბუქოს ართრიტის სიმპტომები.

ართრიტი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. ჩნდება მწვავე ინფექციური ან ინფექციურ-ალერგიული დაავადებების გადატანის შემდეგ. დაზიანებული სახსრები სივდება, დეფორმირდება, მოძრაობისას პაციენტი გრძნობს ტკივილს. 7-10 დღიანი მწვავე პროცესის შემდეგ, ავადმყოფობა გადადის ქრონიკულში. ამ დროს პაციენტს უჭირს მოძრაობა, სტკივა სახსრები. ართრიტს იწვევს სახსრების ხრტილებში არაორგანული კალციუმის დალექვა, რომელიც ნახშირწყლების გადამეტებული მოხმარების შედეგია.

ბროწეულის წვენი სასარგებლოა გულისთვის – იცავს გულსა და არტერიებს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

ბროწეულის წვენი დაბლა წევს არტერიულ წნევას, სასარგებლოა იმუნიტეტისთვის.

ბროწეულის წვენს C ვიტამინის წყალობით ერთგვარი ანტივირუსული ფუნქცია აქვს – ებრძვის ინფექციებს, ვირუსებს და გიცავთ ავადმყოფობისგან.

აუმჯობესებს მეხსიერებას.

ქირურგია.გე

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018