გორში 23 წლის ბიჭი დედამ ჩამომხრჩვალი იპოვა

გორში გუშინ დილით 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა გამთენიისას საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი, მისმა დედამ იპოვა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე, პოლიციისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

pia.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018