გოჩა ჩერტკოევი “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” წავიდა

მეგა შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეშვიდე სეზონი იწყება. შოუს ძველი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე დაუბრუნდა და როგორც თავად აღნიშნავს, ეს სეზონი ყველასგან გამორჩეული და ორიგინალური იქნება. უკვე ცნობილია, რომ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მონაწილეები.
მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები, მოდელები პროექტში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
შოუს წამყვანების და ჟიურის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჟიურის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი წევრი გოჩა ჩერტკოევი მეშვიდე სეზონში აღარ იქნება.
ინფორმაცია ამის შესახებ გოჩა ჩერტკოევმა თავად გაავრცეალა:
– ძალიან სამწუხაროა. ღმერთმა იცის, დახმარება მინდოდა. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ქართულ შოუ ბიზნესს ჩემ გარეშე. ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ ყველა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018