გურიასთან ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 4 პირი

გურიასთან ახლოს, ახალ ავტობანზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არაოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018