დავით უსუფაშვილი თბილისის მერობაზე კენჭს იყრის?

დავით უსუფაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მისივე თქმით, უკვე შერჩეულია კანდიდატიც.

რაც შეეხება დეტალებს, როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯოდმარემ განაცხადა, დაახლოებით 10 დღეში ექნება პრესკონფერენცია, სადაც ყველა პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრებს და ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.
– იმ ხალხთან ერთად, ვისთანაც მაქვს საუბარი, აქტიურად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ეს მონაწილეობა იქნება იმ კონტექსტში, რომ პოლიტიკური ძალა მოემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის, ასევე მერობის კანდიდატთან დაკავშირებით კანდიდატურად კონკრეტულ პიროვნებას დავასახელებ.

მე ვიქნები თუ სხვა, ამას მომავალში გაიგებთ. რაც შეეხება პარტიას, პარტიის მშენებლობის პროცესი ხანგრძლივი და სერიოზულია, მაგრამ ზოგადად პარტიის ფორმირების გრაფიკს, არჩევნებში მონაწილეობის ფორმას და მერობის კანდიდატს მალე პრესკონფერენციაზე დავასახელებ, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018