ვერკა ჯაჯანიძემ ქმრის მშობლები საფირმო წვნიანით გააკვირვა

მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე 6 სამსახურში მუშაობს, სულ გადარბენაზეა, მაგრამ სამზარეულოში ტრიალი არასდროს ეზარება. თავის კულინარიულ რეცეპტებს ის ჟურნალ “სარკეს” ანდობს. ამ ბოლო დროს წვნიანებზე გადავედიო, ამბობს და მკითხველებს თავისი საფირმო წვნიანის მომზადებასაც ასწავლის:
– ქათმის ფილეს მოვხარშავ (ოღონდ გაყინული არ უნდა იყოს). რომ ადუღდება, პირველ წყალს ვუცვლი. 2 პატარა თავ ხახვს მოვშუშავ. 2 ცალ სტაფილოს დავჭრი დაბულიონში ჩავყრი, ასევე კარტოფილს. ვხმარობ ბულიონის კუბიკებს, რომლებზეც ამბობენ, რომ სასარგებლო არ არის, მაგრამ საოცარ არომატს აძლევს. ბოლოს ვამატებ მარილს, დაფქულ, ხმელ წიწაკას და თითო-თითო წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკას წვრილად დაჭრილს. ამას ჰქვია ვერკას საფირმო წვნიანი.
ორსულად რომ ვიყავი, წვნიანების კეთება მაშინ დავიწყე. ერთ დღეს მეუღლის მშობლები და ძმა გვესტუმრნენ. ჩემი საფირმო ფილეს წვნიანი მქონდა მომზადებული და დავპატიჟე. იფიქრეს, სუპი რა უნდა იყოსო. ძალით გავასინჯე და ისე მოეწონათ, ბოლოს გულში ვფიქრობდი, ნეტა, ერთი თეფში დამიტოვონ-მეთქი.
– სალათების რეცეპტებიც გეცოდინებათ და ჩაგვაწერინეთ.
– მოხარშავთ ქათმის ფილეს, კუბიკებად დაჭრით, მოაყრით ზეთისხილს და 1 ცალ დაჭრილ ბულგარულ წიწაკას. ბოლოს უზამთ მაიონეზს და მარილს.
ჩემი დედამთილი ქათმის სალათს სულ სხვანაირად აკეთებს. მისი რეცეპტი ასეთია: დაჭერით 2 პატარა თავი ხახვი, დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 15 წუთი. წვენს რომ გამოიღებს, გაწურეთ, გადაურიეთ მოხარშულ და დაძენძილ ქათმის ფილეში, მოაყარეთ მარილი, მოასხით მაიონეზი და მიირთვით.
2013 წელს ჩინეთში ვმუშაობდი. იქ აღმოვაჩინე სწრაფი კვების ობიექტი, სადაც ბრინჯის და ქათმის კერძი მომეწონა და დღესაც ხშირად ვაკეთებ იმ რეცეპტით.
ეს ჩინური სალათი კეთდება ასე: ქათამს სანახევროდ ვხარშავ, კანს ვაცლი, კუბიკებად ვჭრი და ტაფაზე ვბრაწავ.
1 ცალ ხახვს მოვშუშავ, დავაყრი 1 ცალ გახეხილ სტაფილოს და 1 ქილა სიმინდს. მერე მოვაყრი სვანურ მარილს, უცხო სუნელს და ზაფრანას. ყველაფერი რომ მოიშუშება, წყალს დავასხამ და 1 ჭიქა ბრინჯს ჩავყრი. წყალს რომ დაიშრობს, შემწვარ ქათამს შიგნით ჩავალაგებ.
– ფეხბურთელ ქმარს, ირაკლი შალიკაშვილს, რომელი კერძით აკვირვებთ?
– ირაკლის ძალიან უყვარს ჩემი გაკეთებული ოსტრი. დედამთილმა პირველად რომ გასინჯა, ძალიან მოეწონა. ერთ-ერთ აღდგომას მთხოვა, ოსტრი შენ მოამზადეო. დედამ მითხრა, არც გაბედოო, მაგრამ მაინც გავაკეთე. მართლაც გემრიელი გამოვიდა. ირაკლის მშობლებს საქონლის ფერმა აქვთ და ხორცი ყოველთვის საუკეთესო გვაქვს.
– თქვენი საფირმო ოსტრი როგორ მზადდება?
– ნახევარ კილო ხორცს კუბიკებად დავჭრი და ქვაბში ცოტა წყალში მოვშუშავ. როცა ჩაიხარშება და წყალი დაშრება, დავაყრი 2 ცალ წვრილად დაჭრილ ხახვს, ცოტა კარაქს, 2 სუფრის კოვზ ტომატს და გადადუღებულ წყალს. კარგად რომ წამოდუღდება, წიწაკას და ნაირნაირ სუნელებს თვალის ზომით მოვაყრი, ასევე რამდენიმე კბილ ნიორს და მარილს გემოვნებით. ბოლოს 1 კონა დაჭრილ ქინძს ვუზამ.
ჟურნალი “სარკე”, ლანა კიკნაძე 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018