ვინ იყო ქალი, რომელსაც პიკასო მთელი ცხოვრება პატრონობდა?

პიკასოს ჰყავდა ძალიან ახლო მეგობარი – კასაჯემესი. ისინი ერთად ჩავიდნენ პარიზში. კასაჯემესი მატერიალურად უფრო შეძლებული იყო, ვიდრე პიკასო, მაგრამ პიკასოს ტოლს ვერ უდებდა ვერც მხატვრობაში და ვერც სასიყვარულო ურთიერთობებში. გოგონებთან ურთიერთობაში კასაჯემესმა განიცადა მარცხი, რამაც პიკასოს მეგობარი დიდ დეპრესიაში ჩააგდო და ამას ძალიან განიცდიდა პაბლოც. პარიზიდან ისინი ერთად დაბრუნდნენ ბარსელონაში, მაგრამ შემდეგ კასაჯემესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეკლა ის გოგონა, რომელიც მისი მარცხის მომსწრე იყო.

სხვთა შორის ამ გოგონას, კასაჯემესმა ჯერ ცოლობაც შესთავაზა, მაგრამ გოგონამ მას დასცინა და უარი უთხრა. ამ დროს კასაჯემესმა ამოიღო იარაღი, ჯერ გოგონას ესროლა და ეგონა, რომ მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. პიკასომ მეგობრის სიკვდილი ძალიან განიცადა და მეგობრის პორტრეტიც შექმნა, როგორ წევს კასაჯემესი კუბოში, ნატყვიარიც კარგად ჩანს.

გავიდა წლები, პიკასო ფრანსუაზა ჟილოსთან, თავის ცოლთან, ერთად სეირნობს პარიზში. რამდენადაც მახსოვს, პარნასის მიმართულებით. პიკასო უკვე ძალიან სახელოვანი, შეძლებული მხატვარია და თავის ცოლს აჩვენებს ადგილებს, სადაც ის ახალგაზრდობაში ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა. უცებ ერთ სახლთან შეჩერდა.

ცოლს სთხოვა ამომყევი ერთი წუთითო და აუყვნენ პარიზულ, წვრილ კიბეებს და მესამე თუ მეოთხე სართულზე შეჩერდნენ. დააკაკუნა, კარი შეაღო და მოხუცი, ფერმკრთალი, ლოგინად ჩავარდნილი ქალი დახვდათ. საოცრად დამჭკნარი კანით, დიდი შავი თვალებით, საწყალობლად უყურებდა წყვილს.

პიკასომ უხეშად, თავისი დამტვრეული ფრანგულით უთხრა, როგორ იქცევი, სულ მოშვებულხარ, ეს რა არის? ჩაიყო ჯიბეში ხელი, რაც ფული ქონდა, ყველაფერი ამოიღო, ამ ქალს მისცა და წამოვიდა სახლიდან.

როცა ქვემოთ ჩამოვიდნენ, ფარნსუაზამ ჰკითხა, ვინ იყოო? პასუხად კი გაიგო, რომ ეს ის ქალი იყო, რომლის ჯერ ცოლად მოყვანას და შემდეგ მოკვლას ცდილობდა კასაჯერმესი. აღმოჩნდა, რომ სულ პატრონობდა ამ ქალს და როცა იქით მოხვდებოდა, ნახულობდა ხოლმე.

bu.com.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018