თბილისი-მოსკოვის რეისზე ვნუკოვოს აეროპორტში ინციდენტი მოხდა

მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
– გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ, სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა.

მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისათვის არ წარმოადგენდა.

ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე,

ამ წუთამდე მიმდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018