თურქეთში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

თურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. საფრენი აპარატის ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა.

ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ 7 პოლიციელი, 2 მოსამართლე და ეკიპაჟის 3 წევრი.

თურქული სააგენტოების ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. ბორტზე მყოფი მოსამართლეები საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ.

სამძებრო–სამაშველო სამუშაოებში სამხედროები და მაშველები ჩაერთვნენ.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

pia.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018