იაპონელი კატა გინესის წიგნში მოხვდა

იაპონელი კატა, სახელად მარუ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კატად იქნა აღიარებული. ამ ინფორმაციას გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი ავრცელებს.

შოტლანდიური ჯიშის კატამ სახელი იუთუბის არხ მაგამოგუს წყალობით გაითქვა, რომელშიც მისი ვიდეორგოლები 337-მილიონჯერ იქნა ნანახი. ამგვარად, ცხრა წლის კატა ვიდეოხესტინგში ყველაზე ნახვადი კატა გახდა. თითოეული მისი ვიდეორგოლი ასეულობით ათას და უფრო მეტ ნახვასაც აგროვებს.

მარუმდე არხის გმირად, რომელიც ცხოველებს ეძღვნება, ყველაზე მეტი ხელმომწერით ჰასკის ჯიშის ძაღლი, სახელად მიშკა იყო.

მან სახელი იმით გაითქვა, რომ გამოსცემს ხმას, რომელიც ადამიანის ლაპარაკს წააგავს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018