ისლამურმა სახელმწიფომ ეგვიპტეში წმინდა ეკატერინეს მონასტერთან პოლიციაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

უცნობმა პირებმა წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. შეიარაღებულ პირებსა და პოლიციელებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილს, ქალაქებში ტანტა და ალექსანდრიაში მდებარე ეკლესიებში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 დაშავდა. აღნიშნული ტერაქტების შედეგად ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018