კანადაში ავტომობილების სასაფლაო მილიონ დოლარად იყიდება

კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ქალაქ ტაპლენის მახლობლად გასაყიდადაა გამოტანილი ავტომობილების სასაფლაო, რომლის ფართობი 2 ჰექტარს შეადგენს.
340-ზე მეტ მანქანაში, მიწასა და მასზე განთავსებულ შენობაში 1,45 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით მილიონი ამერიკული დოლარი) ითხოვენ. მყიდველი საკუთრებაში მიიღებს გარემონტებულ სახლს, 83 კვადრატული მეტრის ფართობის სარესტავრაციო საამქროს, 110 კვადრატული მეტრი ფართობის ანგარს და უამრავ სამშენებლო მასალას.
სასაფლაოზე არის როგორც ჩვეულებრივი, ისე საკმაოდ იშვიათი ავტომობილებიც. მათი ღირებულება 375-დან 26 ათას დოლარამდე მერყეობს.
– საუბარია შესაძლებლობაზე, მთელი ცხოვრება მიუძღვნათ იმ საქმეს, რომელიც მოგწონთ, ძველი მანქანების აღდგენას და ამავე დროს, ბრიტანული კოლუმბიის ერთ-ერთ უმშვენიერეს რაიონში იცხოვროთ, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილების სასაფლაოს მფლობელმა მაიკ ჰოლმა მანქანების აწყობა ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში დაიწყო.

ის მიწას იმიტომ ყიდის, რომ, სამსახურის გამო, ავტომობილების აღდგენას ვეღარ ასწრებს.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018